გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰოლანდიაში საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს

11-12-2018

ჰოლანდიაში საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს. როგორც ისინი ჰყვებიან, მანქანის საყიდლად ჩავიდნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მათ 6 ათას ევროზე მეტი წაართვა.


დაზარალებულები ჰოლანდიის პოლიციაშიც იყვნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.


საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰოლანდიაში ქვეყნის საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქვეყანაში დაბრუნებას უფულობის გამო ვერ ახერხებენ.


„მივედით ადგილზე. ჩვენს მეტი არავინ არ იყო. შემოგვხვდა მანქანა, გადმოვიდა პოლიციის ჟეტონით პიროვნება იარაღით, ფარნით, კონტროლი პასპორტისო. მივეცით პასპორტი, მერე დაიწყო ჩხრეკა. გვინახა თანხა. ასე ხდება, რომ თანხა უნდა ანახო, რომ ხარ შემოსული, რისთვის ხარ. მოხვია ამ თანხას ხელი და წავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავურეკე საქართველოში დილით, ჩვენ არ გვეხება. ჰოლანდიაში ვრეკავ საქართველოს საელჩოში, ისინი ტელეფონს არ პასუხობენ. რა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ? ყურადღებას არავინ არ გვაქცევს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ზურაბ კვირიკაშვილმა.


rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031