გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი  და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი

23-01-2018

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

 

აღიშნულის შესახებ მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი  და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტიგავიხსენებ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ  სიტყვებს და მის მოთხოვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი, რომ მთავრობის თითოეული წევრი უნდა იყოს ომბუდსმენი და ადამიანის უფლებათა  დამცველი თავის მიმართულებაში.

 

საქართველოს ჰყავს სახალხო დამცველი, ქვეყანაში არის  ძლიერი უფლებადაცვითი  სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცაძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაცრომ ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა უწყებრივი  ინსტიტუტები იყოს ეფექტური. პირველ რიგში, საუბარია იმ უწყებებზე, სადაც პოტენციურად ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი რისკიამაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია და ამას არა აქვს არც სისტემური და არც სისტემატური ხასიათითუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს შესაძლო დარღვევების  პრევენცია ან  მომხდარ შემთხვევებზე  დროული და  სწრაფი რეაგირებაამ დეპარტამენტის შექმნა უაღრესად  დროული გადაწყვეტილებაა.   ეს დეპარტამენტი იქნება არა მხოლოდ პრევენციაზე მიმართული, არამედ პოლიტიკის შემუშავებაზეც იქნება პასუხისმგებელი. ამ მხრივაც  ეს  ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

 

რაც შეეხება  პოლიციისადმი ნდობას, ნამდვილად  ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის დამათ შორის, პოლიციის მიმართ ნდობა არ არსებობსთუმცა, ცხადია, ყოველი ცალკეული შემთხვევა, რომელიც შეიძლება ამ სისტემაში მოხდეს, იქნება ეს ადამიანის უფლების დარღვევა  თუ  კანონის გადაცდომა, ჩრდილს აყენებს ამ ნდობას. ამიტომაცამ დეპარტამენტის  შექმნა  იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ნდობის განმტკიცების გზაზეეს  ძალიან მნიშვნელოვანიარათა ინსტიტუციურად სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს, გაგრძელდეს რეფორმები  და  ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031