12-12-2018
არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატის საპატიო დარბაზში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსთან ახლადდაფუძნებული მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ბეატრის ავილამ ელჩთან საუბრისასა ყურადღება არგენტინის პარლამენტის ინტერესზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით გაამახვილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, ასევე მომავალ წელს დაგეგმილი ვიზიტებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობაში.