გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პროექტს ხელი მოეწერა

12-12-2018

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ევროპული პროექტის “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად ხელი მოაწერეს, რომელიც საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პრესსსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი პროექტი 4 წლიანია, მომავალ წელს დაიწყება და ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს.


სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი  ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას.


ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში, პროქტი საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას ითვალისწინებს.


შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნესისთვის  სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება. 

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031