გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვებ-გვერდზე - vali.ge ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა

12-12-2018

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge, მონაცემები განახლდა. ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“  მონაცემები  დაემატა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია  412 ათას 420 მსესხებლისა და  695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3,148,735,096 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს „საქართველოს ბანკი“
  • სს „თიბისი ბანკი“
  • სს „ლიბერთი ბანკი“
  • სს „სილქ როუდ ბანკი“
  • სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
  • სს „იშბანკი საქართველო“
  • სს „ვითიბი ბანკი“

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

  • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
  • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
  • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში

უწყების ცნობითვე, პარალელურ რეჟიმში, სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება  .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031