გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის, დაბა ტაბახმელას, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბელიაშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ფეიქართა (ნაწილობრივ), ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 11 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სამტრედიის ქუჩების, 11 საათიდან 12 საათამდე კი ჩხეიძის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, ხომლელის, აბაშვილის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII, კვარტლების (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, ფხაკაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 17 საათამდე ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930