გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსი ჟურნალისტი: სამწუხაროდ ჩვენებს არ შეუძლიათ, ქართველ ხალხს პატივისცემით მოექცნენ

13-12-2018

რუსი ჟურნალისტის და პუბლიცისტის, მაქსიმ შევჩენკოს განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს ერთადერთი გამოსავალი აქვს, „გაიგოს უძველესი მართლმადიდებელი ქართველი ხალხის სული და მას მხარი დაუჭიროს.“


ეს განცხადება შევჩენკომ რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში, გადაცემის წამყვან მაშა მაიერსთან საუბრისას გააკეთა.


მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს მეშვეობით სრულიად კავკასიას „ცაცხლი მოუკიდონ“.


„უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირების პარალელურად არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც კავკასიასა და საქართველოში. ეს სრულიად აშკარაა.

საქმე იმაშია, რომ გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მის ირგვლივ ბევრი წვრილ-წვრილი პარტიებია თავმოყრილი. საერთო ჯამში, მოსახლეობა მხარს არ უჭერდა არც სალომე ზურაბიშვილს და არც გრიგოლ ვაშაძის მომხრე ძალებს. ამომრჩევლებს სიმეტრიული პოზიცია ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება - გრიგოლ ვაშაძე და საკაშვილელები მარტის თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ აქვთ საკმაო საფუძველი იმისა, რომ სერიოზული კოალიცია შექმნან. პატარა პარტიები და პლუს ამერიკელების მხარდაჭერა. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ტყუილად კი არ გამოჩნდა თბილისში უკრაინელი სემიონ სემენჩენკო თავისი რაზმელებით, რომლებიც ამ დღეებში დააკავეს. (...) ჰოდა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ კავკასიას, საქართველოს მეშვეობით, ცეცხლი მოუკიდონ. მე მგონია, რომ მოსკოვს არავითარი სცენარი არ აქვს, როგორ შეაჩეროს ეს პროცესები და მას რა დაუპირისპიროს“-აცხადებს შევჩენკო.


p.s. ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.region.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031