გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის „Visa on Arrival“ ამოქმედდება

13-12-2018

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქალაქი ნიუ-დელი) ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან  შეხვედრებს აგრძელებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ  მომავალი წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება  „Visa on Arrival“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით ტაილანდის სამეფოში იმყოფებოდნენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბანგკოკში, ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn) არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია გაიმართა.

 

შეხვედრის დროს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის საუბარი  ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს შეეხო, რა დროსაც იგი საქართველოს ისტორიასა და კულტურას გაეცნო. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება.  მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასავითარებლად მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand) რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031