გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

13-12-2018

2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, დეპუტატებმა 91 ხმით დაამტკიცეს.

 

„საინტერესო განხილვა შედგა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, უფრო აქტიური განხილვა გვექნება. ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა დისკუსიებისთვის, გავიაროთ ნებისმიერი პროგრამა, ინიციატივა. 2019 წლის ბიუჯეტი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით - მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით,  არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ თანამშრომლობისთვისა და დისკუსიებისთვის ღია ვართ “, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031