გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე“, ვიდრე  აშშ-ს ან რომელიმე  ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი

13-12-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების პრაქტიკას დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობაში აუცილებლად მოიყვანს.

 

რაც შეეხება შეწყალების აქტის გამოცემას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა,  პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა დასავლურ გამოცდილებასთან მთლიანად იყო აცდენილი.

 

“რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით  იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე“, ვიდრე  აშშ-ს ან რომელიმე  ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან“,- განახადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031