გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კახეთის გზატკეცილზე, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

14-12-2018

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.


ამის შესახებ პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ მათ საპატრულო პოლიციამ შეატყობინა.


როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შუახნის ქალმა შენობის მისაღებში შესვლა ითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.


როგორც უწყებაში ამბობენ, შენობაში შესვლისთანავე ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.


ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728