გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან იწყება

14-12-2018

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად.

 

თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031