გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება

14-12-2018

განათლების სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებას მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სისტემის წინააღმდეგ გრძელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, განათლების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი და სრულად ინტერპრეტირებული. 

სტატიაში მითითებული, უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს. 

არაერთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სამინისტროს დელეგაცია შედგებოდა როგორც პრეს-ცენტრის, პროტოკოლის, საორგანიზაციო და გადამღები ჯგუფების, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებების თანამშრომლებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრისა და მოადგილეებისგან. შესაბამისად, დაქირავებული მიკროავტობუსი/მინივენი 5 დღის მანძილზე ემსახურებოდა როგორც მთელ დელეგაციას, ასევე, გამოიყენებოდა ღონისძიებების ლოკაციებზე გადაადგილების და შესაბამისი აპარატურის, საგამოფენო წიგნებისა და მასალების გადატანისთვის. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წიგნის ბაზრობის გარდა, ფრანკფურტის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა არაერთი ლიტერატურული, სამეცნიერო, თეატრალური, მუსიკალური, საგამოფენო, სამეცნიერო ღონისძიება.

კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ დელეგაციის ყველა წევრის ხარჯი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ლიმიტსა და ნორმებს. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რომელიც განათლების ყველა კომპონენტის განვითარებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ტიპის მიზანმიმართული ქმედებები აზიანებს როგორც რეფორმის დანერგვას, ასევე, განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031