გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
"შეყვარებულმა შემაცდინა და შვილი მომპარეს" - "პლეხანოველი მარინას" რეალური ისტორია

14-12-2018

ყვე­ლა ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელს თა­ვი­სი კო­ლო­რი­ტი ჰყავს, მათ შო­რის, ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­საც... "პლე­ხა­ნო­ვე­ლი მა­რი­ნაც" თბი­ლი­სე­ლებს ერთ-ერთ კო­ლო­რი­ტად მი­აჩ­ნდათ. მა­რი­ნა ზა­ქა­რი­ას ასუ­ლი გე­ლაშ­ვი­ლი - უცხო­ებს ასე ეც­ნო­ბო­და. "პლე­ხა­ნო­ველ მა­რი­ნა" - ხალ­ხმა შე­არ­ქვა, რად­გან თა­ვი­დან "პლე­ხა­ნო­ვის" გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობ­და...


ეს ქალ­ბა­ტო­ნი 2011 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში რად­გა­ნაც ავად­მყო­ფობ­და, ფე­ხე­ბი­დან მო­წყვე­ტი­ლი იყო, დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე, სო­ლო­ლაკ­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე იჯდა, იქვე №20-ში ცხოვ­რობ­და და გამ­ვლელ მან­ქა­ნებს ფულს სთხოვ­და...


მა­რი­ნა ჯერ კი­დევ ჩემი ბავ­შვო­ბის თბი­ლი­სი­დან მახ­სოვ­და, ერთხელ, "პლე­ხა­ნოვ­ზე" კი­ნო­თე­ატ­რში შე­მო­ვი­და, ყუ­რა­დღე­ბა ფრჩხი­ლებ­ზე წას­მუ­ლი წი­თე­ლი ლა­ქით, წი­თე­ლი პო­მა­დით აბ­დღვი­ა­ლე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი­თა და ბევ­რი ბეჭ­დით მი­იქ­ცია, ასე­ვე, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ლექ­სი­კი­თა და მე­ტყვე­ლე­ბის სტი­ლით, - ორ თით­ზე ღვი­ნით სავ­სე ჭიქა ედგა, ისე და­ატ­რი­ა­ლა, არ გად­მო­ვარ­დნია და იქი­დან წვე­თი ღვი­ნოც არ დაჰღვრია. მერე ვი­ღა­ცას მი­ად­გა და უხამ­სი სი­ტყვე­ბით ეხუმ­რე­ბო­და...


წლე­ბის წინ კი რო­გორც რეს­პონ­დენტს ისე შევ­ხვდი, იქვე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ჩავ­წრე, - ინ­ტერ­ვი­უ­ზე მცი­რე­ო­დე­ნი ფიქ­რის შემ­დეგ დამ­თან­ხმდა, - ფე­ხე­ბი მტკი­ვა, ყა­ვარ­ჯნე­ბის გა­რე­შე ვერ ვდგე­ბი, თუ რამე გინ­და, გვერ­დით და­მი­დე­ქი და მკი­თხეო. მერე მე­ზობ­ლებს სკა­მი გა­მო­ა­ტა­ნი­ნა, - მარ­თლა ფეხ­ზე ხომ არ იდ­გე­ბი? ჟურ­ნა­ლის­ტებს რა გა­გა­ჩე­რებთ, ბევ­რი კი­თხვა იცით, ოღონდ, ძა­ლი­ან არ შე­მა­წუ­ხოო, თან, მან­ქა­ნებს 20 თეთ­რს სთხოვ­და...


რო­გორც ამ­ბობ­და, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ლა­მა­ზი გოგო იყო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყო­ლია, რო­მელ­საც შე­უც­დე­ნია, მის­გან შვი­ლი, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა შეს­ძე­ნია, მაგ­რამ და­უ­კარ­გავს, უფრო სწო­რად, მის­თვის გო­გო­ნა მო­უ­პა­რავთ... შვი­ლის და­კარ­გვით გამ­წა­რე­ბულს, სმა და­უ­წყია და ცხოვ­რე­ბა აჰ­რე­ვია... იმის მერე მთხოვ­ნე­ლე­ბი კი ჰყო­ლია, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის უარი უთ­ქვამს. "ოჯა­ხი არა­ვის­თვის და­მინ­გრე­ვია, ჩემს გზა­ზე არა­ვინ წა­მიყ­ვა­ნია, ცუდი არა­ვის­თვის მო­მინ­დო­მე­ბია... გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ის არის, ვი­საც კარ­გი ოჯა­ხი აქვს და კი­დევ სხვას ჰყვა­რობს, ოჯახს ან­გრევს," - ამ­ბობ­და.


ალ­კოჰო­ლით სავ­სე ჭი­ქას ორ თით­ზე და­დე­ბულს ძი­რი­თა­დად თურ­მე რეს­ტორ­ნებ­ში ატ­რი­ა­ლებ­და და სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­საც იქ ამ­ბობ­და, რი­თაც რო­გორც მი­თხრა, "კაი ფულს" შო­უ­ლობ­და, - თურ­მე მო­ქე­ი­ფე­ე­ბი მა­გი­დებ­თან იწ­ვევ­დნენ და ფულს ჩუქ­ნიდ­ნენ. ჭიქა ხე­ლი­დან მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თხელ ჩა­მო­უ­ვარ­და და გა­უ­ტყდა... ერთხელ კი ერთ კაცს მის­თვის უთ­ქვამს, - ეს რა მას­წავ­ლე, სახ­ლში "სერ­ვან­დის" ჭი­ქე­ბი სულ და­ვამ­ტვრიე და ცოლ­მა "პო­ლის ჯო­ხით" თავი გა­მი­ტე­ხაო. მა­რი­ნას უპა­სუ­ხია, ჯერ ალუ­მი­ნის "კრუშ­კა­ზე" უნდა გე­ვარ­ჯი­შაო...


მა­მა­კა­ცებ­ზე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­და: "ვინც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო, იმათ­გან მი­წას ბევ­რი მი­ე­ბა­რა, ვინც ვაჟ­კა­ცია, ყვე­ლას ვე­ნაც­ვა­ლე, რად­გა­ნაც მა­გათ ვე­ცო­დე­ბი... ისიც ყო­ფი­ლა, კაცს 100 დო­ლა­რიც მო­უ­ცია, მე და­მი­ლო­ცია, - 100 ამ­დე­ნი გე­შო­ვოს-მეთ­ქი. მერე ის 100 დო­ლა­რი და­ხურ­და­ვე­ბუ­ლა და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის პური გა­მიყ­ვია, გა­მი­ნა­წი­ლე­ბია და მიჭ­მე­ვია"...


რო­გორც თბი­ლი­სე­ლე­ბის­გან მსმე­ნია, - სი­კე­თის კე­თე­ბა მარ­თლაც ჰყვა­რე­ბია, ცუდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნი არ იყო, არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­აო... რე­ა­ლუ­რად კი, ერთი უბე­დუ­რი ქალი გახ­ლდათ, თა­მა­მი და თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის ქცე­ვებ­ში, რი­თაც ქა­ლაქს თავი და­ა­მახ­სოვ­რა და თბი­ლი­სის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, ისიც ისე შე­ერ­წყა...


ბოლო პე­რი­ოდ­ში, უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ავად­მყო­ფობ­და, რა­ზეც ძა­ლი­ან წუხ­და: "დავ­ბერ­დი, ფე­ხე­ბი, მუხ­ლე­ბი მა­წუ­ხებს, მი­ჭირს მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ გა­რეთ რომ გა­მოვ­დი­ვარ და ხალ­ხს ვხვდე­ბი, მგო­ნია, რომ კი­დევ გა­ვივ­ლი, "კას­ტი­ლე­ბი" აღარ დამ­ჭირ­დე­ბა... ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ არ ვიყო, ხელს სა­მო­თხოვ­როდ არ გა­ვი­აშ­ვე­რი, მაგ­რამ ხალ­ხს ვე­ნაც­ვა­ლე, ვუყ­ვარ­ვარ და მეც მიყ­ვარს ისი­ნი. მოკ­ლედ, რაც ფე­ხე­ბი მომ­წყდა, მას მერე აქ ვზი­ვარ. მა­ნამ­დე იმ­დე­ნი მქონ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს იქით ვეხ­მა­რე­ბო­დი... რეს­ტო­რან­ში აღარ მიშ­ვე­ბენ, დაც­ვა და­ა­ყე­ნეს, თან, აღარც შე­მიძ­ლია, ძვე­ლე­ბუ­რად ენერ­გი­უ­ად ვე­ღარ ვარ." მისი ჩვე­უ­ლი სა­უბ­რის მა­ნე­რა, ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა შერ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და, რაც არც ჩვენს დი­ა­ლოგს დაჰკლე­ბია...


თით­ქმის ყვე­ლა თით­ზე ბე­ჭედს ატა­რებ­და, სამ­კა­უ­ლე­ბი უყ­ვარ­და, მაგ­რამ ამ­ბობ­და, რომ ადრე უკე­თე­სი ბეჭ­დე­ბი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც მის­თვის წა­ურ­თმე­ვი­ათ. ეგ რო­გორ-მეთ­ქი? - რო­გორ და ტაქ­სი რო­მელ­შიც ვი­ჯე­ქი, ვი­ღა­ცებ­მა გა­ა­ჩე­რეს, მძღოლს უთხრეს, - ბი­ძია, დედა გვიკ­ვდე­ბაო და მერე 500 მა­ნე­თი წა­არ­თვეს, მე კი­დევ თი­თე­ბი­დან ბეჭ­დე­ბი წამ­გლი­ჯეს. თა­ვი­დან რომ მეც­ნენ, მე­გო­ნა, სხვა რამე უნ­დო­დათ (აქ გუ­ლი­ა­ნად გა­და­ი­ხარ­ხა­რა), თურ­მე ოხ­რებს ჩემი ბეჭ­დე­ბი სდო­მე­ბი­ათ"...


მთავ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი დი­დად არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დის ლი­დე­რებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნე­ბი ასე იხ­სე­ნებ­და, - მჟა­ვა­ნა­ძეს ვიც­ნობ­დი, ერ­თად გვი­ქე­ი­ფია, ერთხელ ჰალ­სტუხ­შიც და­ვე­ჭი­დე, ცუდი არა­ფე­რი მიქ­ნია, - უბ­რა­ლოდ, ასე გა­ვეხ­მუმ­რე... შე­ვარ­დნა­ძეს კი­დევ ერთ დღეს სამ­სა­ხურ­ში ვეს­ტუმ­რე, ჩემი იქ მის­ვლის ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, მი­თხრეს, - აქ მე­ო­რედ აღარ მოხ­ვი­დეო... ინ­ტერ­ვი­უს როცა ვწერ­დი, მა­შინ უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მას­ზე კი ასე­თი რამ მი­თხრა, - ჩემ­თვის ცუდი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ ჩემ­ნა­ირ სა­წყალ ხალ­ხს უნდა მი­ხე­დოს. ამ ქუ­ჩა­ზე ერთხელ მა­ინც უნდა ჩა­მო­ი­ა­როს, მე პირ­ველ­მა მი­ვე­ცი მა­გას ხმაო.


მა­რი­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ნა­ნობ­და, რომ შვი­ლი არ ჰყავ­და, რად­გა­ნაც მას­თან ცხოვ­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დო­და, "ერთი გოგო თუ დავ­გარ­გე, "ნა­ბიჭ­ვა­რი" გა­მე­ჩი­ნა - ჩემი შვი­ლი ახლა ხომ ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და?!. "მაგ­რამ "დუ­რა­კი" ვარ, მე­გო­ნა, სულ ახალ­გაზ­რდა ვიქ­ნე­ბო­დი, მა­გა­რი "აჩა­ი­ნი" გოგო ვი­ყა­ვი"...

და კი­დევ ერთი, რო­გორც მა­შინ მის უბან­ში შე­ვი­ტყვე, ერთი პა­ტა­რა ბიჭი გა­უზ­რდია, ბი­ჭუ­ნას ერთი თვი­დან აქ­ცევ­და თურ­მე ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მის გა­რე­შე ვერ ძლებ­და. ჩვი­ლი მის­თვის და­ქალს, ბავ­შვის ბე­ბი­ას, სიკ­ვდი­ლის წინ ჩა­უ­ბა­რე­ბია, "შენი არა­ფე­რი მინ­და, ოღონდ, ამ ბუ­თხუ­ზას მი­მი­ხე­დეო". ეს ამ­ბა­ვი მა­რი­ნამ და­ა­დას­ტუ­რა, პა­ტა­რას მარ­თლა კარ­გად მო­ვუ­ა­რე, მაწ­ვნით გავ­ზარ­დე, ლა­მა­ზი და კარ­გი ბი­ჭი­აო...


და­დი­ა­ნის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებს თვალ­ში დიდ­ხანს აკ­ლდათ მა­რი­ნა, რად­გა­ნაც იმ ქუ­ჩა­ზე თით­ქმის 2 ათე­უ­ლი წელი იჯდა...




 

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930