გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატი, რომელიც ირანის მოქალაქეს ფულს სძალავდა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა

15-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამაზ რ. მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031