გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სადაც სისხლის სამართლის შემადგენლობა იქნება, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა ყველას შესაბამისი პასუხი მოეთხოვება

16-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. დღეს, დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ, საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, დიდი რაოდენობით სტუმრებით და იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში, ისე როგორც ახლა თელავშია და არა ისე როგორც ახლა ველისციხის მიდამოებში ხდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ჩვენ ვადასტურებთ ერთხელ, ორჯერ და ბევრჯერ.


პარალელური, ე.წ. აქციის პირობებში, მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა ქმედება, ყველა პროვოკაციული ქმედება რომლებიც იყო განხორციელებული, სხვადასხვა წერტილებში სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა მოეთხოვებათ შესაბამისი პასუხი. ამას მე ვპირდები ჩემ თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება სამართლებრივი ანალიზი თითოეული ქმედების, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930