გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უმცირესობების ენების შესახებ ისაუბრა

23-01-2018

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპაში რეგიონული ან უმცირესობების ენების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო გოგუაძემ ისაუბრა.

დეპუტატის განცხადებით, რეგიონული ან უმცირესობათა ენები ევროპული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული პოლიტიკა უმცირესობების ენების დაცვის და მათი ეფექტიანად გამოყენების შესახებ.

ნინო გოგუაძემ ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონულ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ფორმალური რატიფიკაცია არ მოუხდენია, ქვეყანა ქარტიის პრინციპების უმრავლესობის იმპლემენტაციას წლებია, წარმატებით ახორციელებს.

„საქართველოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს უმცირესობების ენების გამოყენების ხელშეწყობას ყველა საჯარო სფეროში, მათ შორის - განათლების და მართლმსაჯულების სისტემებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, მედიაში, ასევე კულტურულ და სოციალურ აქტივობებში. ყველა ეს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უმცირესობის ენებზე მოსაუბრე ადამიანების მეტი ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში" - განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031