გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 16 ოჯახს დაუკანონდება

19-12-2018

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


„დღეს თბილისის მთავრობა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. დიდი ხანია უკვე, რაც ეს პროექტი დავიწყეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს. ისინი აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სადაც თაობები, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ფართების დაკანონებასვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროექტს მომავალშიც განაგრძობს და საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას არაერთ ოჯახს მოუგვარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930