გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია 21 დეკემბერს საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს

19-12-2018

თბილისის მერია ბიზნესსექტორისთვის 21 დეკემბერს, საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


თბილისის მერმა პრეზენტაციაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებით არიან დაინტერესებული.


„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს საქალაქო მნიშვნელობის პროექტებიმიეკუთვნებოდა. ეს არის თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაცია, რაზეც წინა სხდომაზეც ვისაუბრე და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში თითოეული ამ პროექტის კონცეფციაზე ვმუშაობდით. კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან, ორივე პროექტზე განვითარების დეტალურ კონცეფციებს ამზადებდნენ. ამ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული. ვაპირებთ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდეთ, რომმათ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. შეხვედრა21 დეკემბერს,15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“გაიმართება. აღნიშნული პროექტების განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება.საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია. ეს უნდა განახორციელოს ბიზნესსექტორმა, იმიტომ, რომ მათთვის ორივე საკმაოდ საინტერესო პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა, ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.


„სატელევიზიო ანძაზე საუბარი უკვე გვქონდა. მოსახლეობას ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც შეეხება რადიოქალაქს, ის იქნება მრავალფუქნციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს. ამიტომაც, პარასკევს, 21 დეკემბერს ველოდები ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ბიზნესმენს, ვისაც სურვილი ექნება ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რომ შემდეგ ამ პროექტების განხორციელება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930