გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 18,6 პროცენტით იმატა

19-12-2018

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს (16.8 პროცენტით მეტი).


საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 086.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.


2018 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 658.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 356.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (18.4 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.4 პროცენტი შეადგინა.


სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 015.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16.9 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.3 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 490.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 44.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 452.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (18.9 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.6 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 942.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.3 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.3 პროცენტი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930