გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახლში მისული იეღოველის შეურაცხყოფისთვის პროკურატურამ პირს ბრალი წარუდგინა

19-12-2018

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის მოქალაქე გ.მ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალდება წარუდგინა.


პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან რ.კ. მის თანამოაზრე - გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა.


რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ.-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ.-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031