გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებას ვესაუბროთ ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ

20-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„საკითხი დგას ძალიან მარტივად - დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან შეკითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გავცეთ პასუხი. დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ. აქამდეც არაერთხელ დავუბარებივართ პარლამენტში და ჩვენ ყოველთვის ვცხადდებოდით. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის პირობებში, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ. ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031