გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც თავის ყოფილ უფროსს ფულს სძალავდა

20-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვ.კ. ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031