გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: პოლიციელების ხელფასების ზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება

21-12-2018

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ, პოლიციელებისა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფაზეც უსაუბრა.


,,ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი , რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული , სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული , განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით , რესურსულად შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს , რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას"’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031