გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: თუ პოლიციელზე ფიზიკური ძალადობა მოხდება, ის უმკაცრესად იქნება დასჯილი

21-12-2018

გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიციელებზე ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებზე ფიზიკური ძალადობა უმკაცრესად იქნება დასჯილი.


"უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელი არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე-პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ესე იქნება და ამის შემდგომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი ან დამატებითი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ამის გარანტიას გაძლევთ მე"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031