გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია არჩევნების გაყალბების ვიდე-კადრებზე: ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება

21-12-2018

გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის შეკითხვას უპასუხა, გავრცელებული ვიდეო-კადრების შესახებ, რომელიც არჩევნების დროს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ყუთში ჩაგდებას ეხებოდა. კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ცესკომ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებულია, რომ ის გამოძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.


„ტელევიზიაში გაშვებული კადრები, როდესაც საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა იყო ნაჩვენები და იქ უბრალოდ, ჩაყრის კადრები იყო. მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ უკვე თუ არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031