გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

24-12-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს., რომელსაც 2018 წლის 5 თებერვალს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის წარედგინა ბრალდება, ქ.თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 0,00032 გრ. ამფეტამინს და 0,00002 გრ. მეტამფეტამინს (0,000025 გრ. მარილი).


სამართალდამცველებმა დ.ს. 2018 წლის 17 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031