25-12-2018
გაზეთი «Комсомольская правда» აქვეყნებს 20 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიის მეორე ნაწილს, რომელშიც განხილულია სიტუაცია საქართველოში, თბილისში მდებარე ბიოლოგიური ლაბორატორიის (ანუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“) შესახებ”.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ დარია ასლამოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„ალექსეევკა, სადაც აშშ-ის მიერ აგებული საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორია მდებარეობს, ორ ნაბიჯითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, რაც ნამდვილად გასაკვირია. ზოგადად, მსგავს ობიექტებს, რომლებშიც საშიში პათოგენები ინახება, შედარებით უკაცრიელ ადგილებში აშენებენ. ალექსეევკა კი ყოფილი საბჭოთა სამხედრო ქალაქია, სადაც ბევრი ძველი „ხრუშჩკოვკებია“ დარჩენილი. ყველგან წარწერაა - „ბინები იყიდება“. ძველი კორპუსების ფონზე ლაბორატორიის შენობა სუპერთანამედროვე შენობას წარმოადგენს. ვესაუბრები ერთ-ერთ ქალბატონს - თინას: „ბინის გაყიდვა მეც მინდა, მაგრამ ვინ სულელი იყიდის? ამ ლაბორატორიის გამო ვერსად ვერ მივდივართ. ჩვენს დასახლებაში ყველას თავი სტკივა, კიდურებში სისუსტეს გრძნობენ, ჰიპერტონია აქვთ...“.
თინას მეზობელი ქალბატონი, რომელმაც სახელი არ გაამხილა, ამბობს, რომ ყოველ ღამე კანალიზაციის ჭებიდან უცნაური სუნი იფრქვევა: „ჩვენ ლაბორატორიასთან საერთო კანალიზაცია გვაქვს. ისინი ღამ-ღამობით რაღაცას ასხამენ. მოიმატა დაავადების შემთხვევებმა. ადგილობრივებიდან იქ არავინ მუშაობს და ამიტომ არაფრის დამტკიცება არ შეგვიძლია“.
მე მიკრობიოლოგიის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული კითხვები მებადება. გასაგებია, რომ საქართველო ჩვენთვის, რუსეთისათვის, მეგობრულად განწყობილი ქვეყანა არ არის, მასთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს, მაგრამ რატომ არსებობს მსგავსი ამერიკული ლაბორატორიები რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთში? თანაც სამი ერთად - ერევანში, გიუმრიში და იჯევანში, ასევე „ოდკბ“-ის წევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - ყაზახეთში, უზბეკეთში...
--------
ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, როგორ დაიწყო რევოლუცია სირიაში: 2006 წლიდან მოყოლებული, სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში დიდი გვალვა იყო, წყლის რესურსები კატასტროფულად შემცირდა, მიწები გაუდაბნოვდა, მოსავალი ზედიზედ დაიღუპა. ათი ათასობით გაღატაკებულმა გლეხმა (ფერმერებმა) ქალაქებს მიაშურა სამუშაოს საძებნელად. ეს კატასტროფა იყო. მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, მაგრამ განა დააპურებ მრავალმილიონიან მოსახლეობას, როცა მსოფლიო საზოგადოება პოლიტიკური სიტუაციის გამო უარს გიცხადებს დახმარებაზე?
„შიმშილი იარაღია, - ამბობს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, - წარმოიდგინე ქვეყანა, სადაც უცნობი ვირუსი გავრცელდა და მარცვლეულის ნათესები გაანადგურა. მოკლედ, მოსავალი არ მოდის. პური არ არის. ვეღარც შინაურ საქონელს ვერ კვებავ, ილევა ხორცი და რძის ნაწარმი... ცხადია, მოსახლეობა ყველაფერში მთავრობას ადანაშაულებს. ცოტა ხანიც და სოციალური აფეთქება ხდება...“.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ნატო საქართველოს რუსეთთან ახალი ომის პლაცდარმად ამზადებს...
არის საქართველოში ერთ-ერთი ლამაზი საკურორტო ადგილი, სახელად ანაკლია, აფხაზეთის საზღვართან ახლოს. პრინციპში, სოჭამდე ერთი ხელის გაწვდენაა.
გახსოვთ რისთვის მოაწყეს ამერიკელებმა სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში? მათ ყირიმში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გაკონტროლება სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, ახლა ანაკლიაში აკეთებენ თავიანთ საქმეს, ჩუმად და მოკრძალებულად - თითქოსდა ტენდერი მოიგეს სავაჭრო პორტის ასაშენებლად. არადა, საქართველოში საკმაოდ ბევრი ნავსადგურია, რას საკმარისია პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისათვის. ისმება კითხვა - რა აქვს ქვეყანას ისეთი დიდი რაოდენობით გასატანი საზღვარგარეთ, რომ ახალ ნავსადგურს აშენებს?
როგორც ექსპერტები ამბობენ, ანაკლია საუკეთესო ადგილია სამხედრო პორტისათვის - იქ 400 მეტრი სიღრმის ბუნებრივი წყალქვეშა კანიონია, სადაც ატომური წყალქვესა ნავებიც კი იოლად შევლენ. მოკლედ, ანაკლიაში ამერიკელები უკვე მუშაობენ...
კრწანისთან ახლოს მდებარე ქართულ სამხედრო ბაზასთან უკვე არსებობს ნატოს სასწავლო ცენტრი, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი მუშაობს. ყველა ქართველი ოფიცერი ვალდებულია ტრენინგი ამ სასწავლო ცენტრში გაიაროს, ეს სამხედრო კარიერასთან არის დაკავშირებული - ისე მეთაურობის უფლება არ ექნებათ.