გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ დევიდსონთან: თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ოლიგარქია შეიძლება გყავდეს ივანე მრისხანეც და დავით აღმაშენებელიც

25-12-2018

როგორია ოლიგარქის გავლენა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე? რით განსხვავდებიან [უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი] ოლიგარქები სხვა მდიდარი ადამიანებისგან დასავლეთში? ამ თემებზე ჩარლზ დევიდსონი, კლეპტოკრატიის ინიციატივის დამფუძნებელი და "ამერიკული ინტერესის" გამომცემელი საუბრობს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:


- შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს ოლიგარქი, რომელიც კონტრუქციულ როლს ასრულებს? სულ ცოტა ორი მაგალითი მახსენდება, როცა ოლიგარქებმა პატრიოტული და კონსტრუქციული საქმეები გააკეთეს: მაგალითად, იგორ კოლომოისკიმ უკრაინაში „სახალხო ლაშქრები“ დააფინანსა 2014 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, ბიძინა ივანიშვილმა კი, რომელიც დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, საქართველოს პოლიციისა და შეიარაღებული ძალების აღჭურვა-განვითარებაში საკუთარი ფული ჩადო. შეიძლება თუ არა, რომ ქვეყანაში იყოს კარგი ოლიგარქი?


- ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო - „სახალხო ლაშქრების“ დაფინანსება უკრაინაში ომის ადრეულ ეტაპზე მოხდა: მაშინ რამდენიმე უკრაინელ ოლიგარქს ვლადიმერ პუტინის გავლენის ქვეშ მოხვედრა არ უნდოდათ. ამის თავიდან ასაცილებლად მათ საკმარისი ძალა და გავლენა ჰქონდათ, თუმცა არ ვიცი, მათი მოქმედება რამდენად პატრიოტული იყო. ერთი რამ ცხადია - უკრაინელ ოლიგარქებს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდათ. სხვათა შორის, მათი ბედი მოგვიანებით ძალიან დრამატულად შეიცვალა.


საქართველოზე უფრო ნაკლები ვიცი, თუმცა პატარა ქვეყნის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, როგორიც ევროპული მონარქიები იყო. ზოგიერთი მონარქი, რომელმაც თავისი სტატუსი მემკვიდრეობით მიიღო, ხალხისთვის კარგი მმართველი იყო, იმ ქვეყნებში არსებობდა კანონის უზენაესობა და თავისუფლება. შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი ადამიანი, დასავლეთთან კარგი კონტაქტებით, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ მე მინდა გარდამავალ პერიოდში ჩემს ქვეყანას დავეხმარო, თუმცა ამ დროს ჩემი ფული, ქონება, სასახლეები და ძალაუფლება უნდა შევინარჩუნოო.


- და რამდენად სავარაუდოა ასეთი ადამიანის არსებობა?


- ეს უკიდურესად არასავარაუდოა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიოს იმ ნაწილში [სადაც ისინი ცხოვრობენ] არსებული სიმდიდრე ხშირად უკავშირდება კრიმინალურ ქსელს. ვლადიმერ პუტინის მაფიოზური ქსელი იმდენად არის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან, რომ მისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელი იქნება. ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ - ვიტყვი, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მისი გარდამავალი პროცესისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება.


- საქართველოსა და მოლდოვას ოლიგარქები მართავენ. საქართველოს შემთხვევაში მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, მოლდოვაში კი - ვლადიმერ პლახოტნიკი. რა ჯობია - ქვეყანას ჰყავდეს ერთი ოლიგარქი თუ ბევრი?


- საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული პოზიციები აქვთ. შეიძლება ჩვენ ზედმეტად ღია სურათს ვხატავდეთ, მაგრამ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. მოლდოვაში კი, უკრაინასთან შედარებით, ძალიან მძიმე ვითარებაა - იქ არამარტო ძალაუფლების კონსოლიდაცია მოხდა, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ოლიგარქიას ეწინააღმდეგებიან, სიცოცხლის საფრთხე ექმნებათ. უკრაინული ოლიგარქიაში პლურალიზმია და იქაური ოლიგარქები ერთმანეთის კონკურენტები არიან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ძალაუფლების გაფართოების თვალსაზრისით. უკრაინას დასავლეთიც დიდ ყურადრებას აქცევს, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც მოლდოვაა, არ ვიცი რამდენად არის [დასავლეთის] ყურადღება მიმართული კიშინიოვისაკენ. თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ოლიგარქი არის, ყველაფერი მის ხასიათზეა დამოკიდებული, - შეიძლება გყავდეს ივანე მრისხანე და შეიძლება - დავით აღმაშენებელი.


წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930