გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს

25-12-2018

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძის არჩევას, კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.


ახლადარჩეულმა კანდიდატმა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილი შეცვალა, რომელსაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო შეუწყდა.


„სალომე ზურაბიშვილი არჩეულია საქართველოს პრეზიდენტად. პარლამენტის დადგენილებით, მას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. შესაბამისად, მან დატოვადიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.

ვსარგებლობ კომიტეტის თავმჯდომარის უფლებით, წარმოგიდგინოთ პირველი მოადგილის პოსტზე გივიჭიჭინაძის კანდიდატურა. ამასთან, ვითვალისწინებ ფრაქციების რეკომენდაციებს აღნიშნულ კანდიდატთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართავს, რათა გადაცემათა ციკლში რადიოგადაცემა - „ემიგრაციის ხმა“ ჩართონ.


როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში შემოსულია კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრის წერილი, სადაც წარმოდგენილია სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული რადიოგადაცემის - „ემიგრაციის ხმა“ - პროექტი.


„აღნიშნული პროექტიდან ნათლად ჩანს გადაცემის აქტუალურობა თანამედროვე რეალობაში, პროექტის მიზნები და რადიოგადაცემების თემატიკა. მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობისერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი. გადაცემა ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასთან კავშირების გაღრმავებას, პრობლემების გამოკვეთას და მათი გადაჭრის გზების გამონახვას. გარდა ამისა, რადიოგადაცემისმეშვეობით მოხდება სახელმწიფოს დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის პოპულარიზაცია. ჟურნალისტების აღნიშნულ ჯგუფთან და მსგავსი სახის რადიო გადაცემასთან კომიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისგამოცდილება აქვს წინა წლებში და დავრწმუნდით მის მნიშვნელობაში ქართული სახელმწიფოსა და ქართული დიასპორისათვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031