25-12-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მერაბ ალექსიძის, ცაგარელის, ბროწეულის დაასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანისI მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ვეფხისტყაოსნის, მელიქ-სურხავის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ავშნის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.