გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაენის სკოლებში დაბრუნების მიზნით მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

25-12-2018

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

,,დედაენა“ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ერთ-ერთი ელემენტი.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. რაც გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებასარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც ,,დედაენის“ , როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031