გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე ხაბეიშვილზე: ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

25-12-2018

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაჭრის ფაქტი, რომელიც რაჭაში მოხდა, არის პირადი დაპირისპირება და საქმეს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს.


ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი რეპრესიების განხორციელებაში დაადანაშაულა.


„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ჯერ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, გვაჩვენებდნენ, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფალი და როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. ეს არის ადამიანის უბედურება, პირადი დაპირისპირება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იყო ორ ადამიანს შორის დაპირისპირება და მოხდა სამწუხარო ფაქტი - ერთი არის დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031