გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერა და ნანუკა ივანიშვილები: სტუმრების მიერ გაღებული სახსრები მთლიანად ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაციებში გადაირიცხა

25-12-2018

ფეისბუქმომხმარებელი ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში ბერა და ნანუკა ივანიშვილების სამადლობელ წერილს აქვეყნებს, სადაც ახლადდაქორწინებული წყვილი სტუმრებს მადლობას უხდიან, რომ მათი მეშვეობით ბავშვებზე მზრუნველმა სამმა ორგანიზაციამ საქველმოქმედო დახმარება მიიღო.


„ძვირფასო მეგობრებო


გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები გაიზიარეთ.


მადლობა, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში.


გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენს მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: “life line”, „მზის შვილები“ და „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“.


ჩვენ ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.


საუკეთესო სურვილებით:


ბერა და დანუკა“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031