გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
იგორ გიორგაძის მორიგი სკანდალური განცხადება: ლუგარის ცენტრს დასნებოვნებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე პატენტი აქვს

26-12-2018

რუსულ პრესაში კვლავ გრძელდება მასალების გავრცელება თბილისში მდებარე ბიოლაბორატორიის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის) შესახებ, რომელიც 2011 წელს აშშ-ის დახმარებით დაფუძნდა. როგორც ცნობილია, ამ საკითხზე სამიოდე თვის წინათ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ სპეციალური პრეს-კონფერენციები გამართა და თბილისის ჯანდაცვის ცენტრი ადამიანებზე წარმოებულ უკანონო ექსპერიმენტებსა და სიკვდილის შემთხვევებში დაადანაშაულა. მოგვიანებით ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოკვლევა ჩაატარა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ჟურნალისტმა სტივ როზენბერგმა. იგი ესაუბრა იგორ გიორგძესაც, რომელმაც ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები თავისი განცხადების დასამტკიცებლად, ანუ ცენტრის თითქოსდა უკანონო საქმიანობა არ დადასტურდა.


ამჯერად «Российская газета» ბეჭდავს მასალას, რომელშიც კვლავ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ფიგურირებს. მან ისევ გამართა პრეს-კონფერენცია მოსკოვში და ისევ ბიოლაბორატორიაზე ილაპარაკა, რომ ლაბორატორიას აქვს პატენტი ვირუსების გასავრცელებლად უპილოტო თვითმფრინავებით ისარგებლოს. მისი თქმით, იქ პენტაგონის სრულიად საიდუმლო ქვედანაყოფი მუშაობს. სტატიის ავტორთან, ჟურნალისტ მაქსიმ მაკარიჩევთან იგორ გიორგაძე ამბობს, რომ ამერიკელები ცენტრის კედლებს მიღმა ბევრ საიდუმლოს ინახავენ: „მე არავის არ ვადანაშაულებ. მე დოკუმენტებს მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადონ, თუ რა ხდება ბიოლოგიურ ლაბორატორიაში“, - ამბობს ექს-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930