გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

26-12-2018

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად გაიზიარა და ყაჩაღობაში ბრალდებული რ.ფ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი რ.ფ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს "ელისი 2015“-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა ”მერსედეს - ბენცი“-ს მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა რ.ფ. 2018 წლის 17 აპრილს ქ.თბილისში დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ და მე-3-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარუდგინა. სასამართლომ რ.ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


ხაშურის რაიონული სასამართლომ რ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031