გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: კარგი იქნება თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი

26-12-2018

დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვა გამარტივებული წესით მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა და თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


გუშინ შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე და უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, შემდეგ წავიდა და ვერ შევძელი პასუხი გამეცა. თუმცა ახლა ავხსნი, რომ 1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი, დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო, ტემბრით შევარჩიო, თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031