გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მირცხულავა: სოციალურად დაუცველებმა უნდა მიიღონ დახმარება და მათი სატარიფო შეღავათი სხვა მომხმარებლებზე აღარ უნდა გადანაწილდეს

26-12-2018

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირებას დადებითად აფასებს.


„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინი მქონდა ტარიფი გაიზრდებოდა, იმიტომ რომ იმ არეალში სადაც სოკარი ოპერირებს იყო გაწეული ძალიან დიდი ოდენობის ინვესტიცია. ბუნებრივია გაწეული ინვესტიცია უნდა ასახულიყო ტარიფში. თუმცა ვფიქრობ, რომ გამოინახა ოპტიმალური გზა. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მომავალში უარყოფითად არ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე და შესაძლო გაძვირებას აღარ უნდა ველოდოთ.


ალბათ მომავალში აუცილებელი იქნება რეფორმის ჩატარება, რომლის მიხედვითაც ე.წ. სოციალური ტარიფის პრინციპი უნდა შეიცვალოს. სოციალურად დაუცველებმა უნდა მიიღონ გარკვეული დახმარება და მომავალში მათი სატარიფო შეღავათი სხვა მომხმარებლებზე აღარ უნდა გადანაწილდეს“ - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031