26-12-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლები.