გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

27-12-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.


საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა  სარეალიზაციოდ  განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“-ის  ფირმის თამბაქოს ნაწარმი.  ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში, გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ  დანაშაულში მხილებული პირი  საკონტროლო გამშვები პუნქტის „სადახლო“ გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ახდენდა „HEETS“-ის ფირმის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ამოღებულია 4  598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031