გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ვალების ჩამოწერის პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო

27-12-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებმაც ამ დრომდე არ გაასხვისეს მათსაკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი, ფონდი „ქართუ“ დღესაც მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები დარჩენილი სასესხო პორტფელის გამოსყიდვის მიზნით.


„ბოლო პერიოდში, იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მეც მივიღე ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა თავისი თავი ვერ იპოვა სიაში, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერისას, კიდევ დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა არ გაასხვისა მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილიმაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან“ და პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო ჩამოსაწერი თანხის საერთო ოდენობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა.
„ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031