გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„noev-kovcheg“(რუსეთი): შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა ერეკლე მეორის ისტორიული გზა გაიმეოროს

27-12-2018

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარეგნული დეკორაციების ცვლა ხდება, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Ноев Ковчег»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


„სიმბოლურ მნიშვნელობაში“ იგულისხმება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაცია თელავში, ქართლ-კახეთის სამეფოს ყოფილ დედაქალაქში გამართა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტანისლავ ტარასოვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან, რომელიც ჩვენი აზრით ბევრ საკამათო ეპიზოდს შეიცავს:


„როგორც ჩანს, ინაუგურაციისათვის შერჩეული ადგილით სალომე ზურაბიშვილი შეეცადა ერთგვარი „ისტორიული ხიდის გადებას“ ერეკლე მეორის ეპოქასთან, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ძალისხმევას არ მოაკლებს საქართველოს დაბრუნებას ევროპის წიაღში. მან ხაზი გაუსვა, რომ პირველ ოფიციალურ ვიზიტს ჯერ ბრიუსელში განახორციელებს, შემდეგ კი ბერლინს, პარიზს და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დედაქალაქებს ეწვევა.


მაგრამ ელოდებიან კი სინამდვილეში საქართველოს ევროპაში? ისე ხომ არ მოხდება, რომ სალომე ზურაბიშვილსაც იმ ისტორიული გზის გავლა მოუწევს, რომელიც ერეკლე II-მ გაიარა? ვის არ მიმართა ქართლ-კახეთის მეფემ დახმარებისთვის - ვენას და ლონდონს, წმინდა საყდარს (რომის პაპს), რათა ოსმალებთან და სპარსელებთან ბრძოლაში მხარდაჭერა ჰქონოდა, მაგრამ არაფერი რეალური, ფორმალური თანაგრძნობის გარდა. დღესაც ევროპაში დროდადრო დისკუსიებს აწყობენ, არიან თუ არა ქართველი ქრისტიანები ევროპელები, გეოგრაფიული წარმოდგენებისა და ისტორიული კატეგორიების გათვალისწინებით.

ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური საზღვრები მკაფიოდ არის განსაზღვრული ისეთი რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებში, როგორებიცაა ევროპის საბჭო და ეუთო. ევროკავშირი საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოდ მიიჩნევს და მასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.


მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ შორს მდებარეობს ევროკავშირის საზღვრებიდან, მოქცეულია რუსეთს და მუსულმანურ თურქეთს შორის, ხოლო ქვეყნის სამხრეთი ნაწილი ირანიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა. ეს სწორედ ის სურათია, რომელმაც თავის დროზე სიტუაცია გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე და მთელი ამიერკავკასიის მდგომარეობის შეცვლამდე მიიყვანა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტორს აცნობიერებდა და ამიტომაც მთავარ ფსონს ევროპაზე კი არ დებდა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. სალომე ზურაბიშვილი ისეთ მანევრების გაკეთებას ცდილობს, რომლებიც ვაშინგტონს აღიზიანებს - იმ ვაშინგტონს, რომელმაც ფაქტიურად მხარი ოპოზიციას დაუჭირა, რომელიც არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერმა სალომე ზურაბიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნას საგარეო პოლიტიკის გატარებაში იმდენად, რამდენადაც ვაშინგტონს ასეთი შეგრძნება აქვს - „ბრიუსელთან თამაშში თბილისი წავაგეო“.


რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი თავისებურ „ხარკს უხდის“ არსებულ „სტანდარტულ“ პოლიტიკას, როცა აცხადებს, რომ „სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა... არ ვფიქრობ, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობას შევძლებთო“. თუმცა იმავდროულად იგი, თავისი დიპლომატიური გამოცდილების საფუძველზე, არ გამორიცხავს „ეგზოტიკურ“, კულისებში შემუშავებულ გეოპოლიტიკურ სცენარს: „თუ დასავლეთი - ევროპა ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რუსეთთან რაიმე ფორმით დიალოგს დაიწყებენ, ჩვენ იქვე გვერდით ვიქნებით, თვალს მივადევნებთ, რომ ჩვენს პრინციპებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცენო“. მაგრამ განა თავს გაართმევს ქალი - საქართველოს პრეზიდენტი ურთულეს საგარეოპოლიტიკურ სიტუაციას და მას ერეკლე II-ის ბედის გაზიარება არ მოუწევს?


საქართველოსთვის ეს საკითხი სიმბოლური აღარ არის და ის უკვე აკადემიურ მნიშვნელობას იძენს. სიმბოლოები სახიფათონი არიან, ისინი ორლესულ მახვილს ჰგავნან, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ ჭრა-კვეთა შეუძლია - ისე, როგორც არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში“.
----------
«Ноев Ковчег» - რუსეთში არსებული სომხური დიასპორის გაზეთი. გამოდის მოსკოვში თვეში ერთხელ, ტირაჟი - 104 ათასი ეგზემპლარი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031