გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ქუთაისმა თავი შეგვაყვარა

27-12-2018

„დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის დახურვისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მანდატურის სამსახურს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.


“სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031