გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იპოდრომზე ესტაკადის მშენებლობისას, ხეებს გადავრგავთ- მერის მოადგილე ოპოზიციას პასუხობს

24-01-2018

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამსწრე ოპოზიციის დეპუტატებს კითხვა ცინცაძე- კარტოზიას დამაკავშირებელ ესტაკადასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიიღეს პასუხი, რომ ადგილმონაცვლეობა განიხილება.

"წინასწარ უკვე შეთანხმება გვაქვს, რომ ტერიტორია იპოდრომზე, სადაც უკვე გზა არსებობს, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, რადგან თავისი შინაარსით ეს ტერიტორია საჯაროა. ასევე ესტაკადასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ბევრ მიმართულებას, მათ შორის ორიენტირი გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავზარდოთ და მაქსიმალურად შევამციროთ ავტომანქანები. 600 000 მანქანა დადის თბილისში, ეს არ არის ნორმალური მაჩვენებელი იმ მოსახლეობის რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წელიწადში მანქანების რაოდენობა 30-40%-ითაა მომატებული. შესაბამისად, საცობისგან განტვირთვის მიზნით, რამდენიმე სქემა გვაქვს შემუშავებული. რაც შეეხება მწვანე საფარს, ამ ორი პროექტის ფარგლებში მოხდება ხეების გადარგვა. ვიწყებთ აბსოლუტურად ახალ პროექტს - ხეებს გადავრგავთ, რაც უპრეცედენტოა",- განაცხადა ბითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031