28-12-2018
საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,6766-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0701 ლარია.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 50 მილიონი დოლარი ამოიღო.