გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა გეგიძე: იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა, რომელმაც მურუსიძე უვადოდ გაამწესა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

28-12-2018

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

პარლამენტის წევრმა თბილისში „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება „მძიმე ფაქტად“ შეაფასა. როგორც ვაკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა და რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, რაგბის კავშირიდან მიწის მყიდველი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელობას, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყების პროცესების შეჩერებისდა კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა.

ბრიფინგზე, ბიძინა გეგიძემ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავად ის იდეა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კომპეტენცია უშუალოდ მოსამართლეთა კორპუსის მიერ მოხდებოდა, სწორ მიდგომას და რეფორმას წარმოადგენდა, თუმცა ამ პროგრესულმა იდეამ სწორი ასახვა ვერ ჰპოვა. პარლამენტის წევრმა ამის მიზეზად იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებული მოსამართლეების კანდიდატები დაასახელა, რომელებიც პარლამენტს მიმდინარე კვირის დასაწყისში წარედგინა.


„დღევანდელი იუსტიციის საბჭოს ის შემადგენლობა, რომლებმაც ჯერ უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურას დაუჭირა მხარი და შემდეგ ლევან მურუსიძე უვადოდ გაამწესა სააპელაციო სასამართლოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღმოჩნდა, რომ იმ პროგრესულმა და სწორმა იდეამ მარცხი განიცადა და შედეგად მივიღეთ საბჭო, რომელიც სრულიად არაადექვატურია და მოწყვეტილია რეალობას და საზოგადოების დაკვეთას“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხსაც შეეხო და ეს ფაქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს დაუკავშირა. ბიძინა გეგიძის შეფასებით, პარლამენტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, საკანონმდებლო ორგანოში გაჯანსაღების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაწყებას, მისცემს იმპულსს.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031