გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის, ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით

28-12-2018

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დეპუტატებს მოუწოდა საქმიანი ფორმატი შეინარჩუნონ და არ გამოიყენონ ეს თემა პოლიტიკური მოტივებით.


“ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს,შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზუგდიდის 6 სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომა და იყო თუ არა ზუგდიდის მეექვსე სკოლა გამონაკლისის შემთხვევა, მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სრული სურათის პრეზენტაცია და განხილვა მოგვცემს შესაბამისი ანალიზის გაკეთების და შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას. დღეს მე მქონდა კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მე და ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა ჩავთვალეთ, იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დღევანდელ განხილვაში საქმიანი ფორმატი, მინდა მოგმართოთ თითოეულ ჩემს კოლეგას, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, თითოეული შეკითხვა, რომელიც გვექნება იყოს მაქსიმალურად დაკავშირებული ანგარიშთან. ჩვენ დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა პირველ რიგში ქალბატონი იას, მისი ოჯახის და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031