გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების კომიტეტზე ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ აუდიტის ხელმძღვანელის მოსმენა არ აინტერესებთ და მოსმენა არ უნდა გაგრძელდეს

28-12-2018

პარლამენტში განათლების კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, თუმცა შეხვედრაზე მისული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ რომ მხოლოდ მინისტრის მოსმენა აინტერესებთ და დეპარტამენტის უფროსის მოსმენა არ სურთ.


„ეს უნდა იყოს საქმიანი შეხვედრა. პოლიტიკურ ნაწილზე მინისტრი მზად არის შესახვედრად. გვქნება შესაძლებლობა მინისტრთან შეხვედრის. ჩვენ მართლა გვაინტერესებს ანგარიში და გვაცალეთ, რომ მოვისმინოთ. ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და კითხვები თუ დარჩება, მინისტრი მზადაა მოვიდეს“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031