გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს თანამშრომლებმა და გაეროს წარმომადგენლებმა თავშესაფრის მაძიებელ პირებს მიგრაციის ცენტრში დღესასწაულები მიულოცეს

30-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და გაეროს წარმომადგენლებმა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი - შალვა ენუქიძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) რეგიონული წარმომადგენელი - იოჰანეს ვან დერ კლააუ თბილისთან ახლოს, დაბა მარტყოფში მდებარე, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს ეწვივნენ და დღესასწაულები მიულოცეს.


იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში კიდევ სამი კეთილმოწყობილი საბავშვო ოთახი გაიხსნა. მოზარდებს მათთვის განკუთვნილ ოთახებში, სათამაშოებთან ერთად, ქართული და უცხოენოვანი წიგნებიც დახვდათ.


ღონისძიების ფარგლებში, ცენტრში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო გასართობი წარმოდგენა გაიმართა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი უკვე 8 წელია ფუნქციონირებს და 132 პირზეა გათვლილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031