გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა

31-12-2018

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. გედევან ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურებიწარადგინა.

დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ვინაიდან, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გაიმართა მეორეტური, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილს - კომიტეტის ორმა წევრმა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც არჩეული იქნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს გააკეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031